ჩვენ გთავაზობთ

უმაღლესი ხარისხის აპარატურასა და პროფესიონალიზმის ტანდემს

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა (HTMC) 2009 წლიდან ფუნქციონირებს. იგი დააარსა წამყვანმა ნეიროქირურგმა, „საქართველოს ნეიროქირურგთა ასოციაციის“  ხელმძღვანელმა, საქართველოში ბავშვთა ნეიროქირურგიის დამფუძნებელმა, პროფესორმა გიორგი ინგოროყვამ. ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა არის XXI საუკუნის პროგრესული სამედიცინო ტექნოლოგიების, თვითგანახლებადი და განვითარების მყარი მექანიზმებით უზრუნველყოფილი, სადაც პაციენტი იღებს მაღალი ხარისხის  სამედიცინო მომსახურებას ერთ სივრცეში..

 ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის (HTMC) ნეიროქირურგიული დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ნეიროქირურგი თსსუ-ს პროფესორი შოთა ინგოროყვა. იგი ერთადერთი ქართველი ნეიროქირურგია, რომელმაც მრავალწლიანი ევროპული სამედიცინო განათლების ყველა ეტაპი გაიარა.  იგი წლების მანძილზე  მუშაობდა ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის  ნეიროქირურგიის   დეპარტამენტის უფროს ნეიროქირურგად. პროფესორი შოთა ინგოროყვა გახლავთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნეიროქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი.  თსსუ-ს სტუდენტებსა და ნეიროქირურგიის რეზიდენტებს საშუალება აქვთ ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღონ ევროპული დონის უწყვეტი სამედიცინო განათლება, რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ,  ასევე პრაქტიკულ სწავლებას. პროფესორ  შოთა ინგოროყვას 20 წლიანი ევროპული საექიმო გამოცდილება,  მედპერსონალის მაღალი პროფესიონალიზმი  გვაძევს  იმის შესაძლებლობას, რომ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ნეიროქირურგიულ დეპარტამენტში ჩატარდეს ნებისმიერი სირთულის ქირურგიუიული ჩარევა და ქვეყნიდან გაუსვლელად პაციენტებმა მიიღონ სამედიცინო მომსახურეობის სტანდარტი.