ნევროლოგია/ინსულტის ცენტრი

                                                                     

2019 წლის 1 ოქტომბრიდან ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიხსნა ინსულტის ცენტრი და უკვე ასობით პაციენტს გაეწია სრულფასოვანი, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურეობა. გამოცდილი და მაღალკვალიფიციური მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ ოპტიმალურად სწრაფად, პირველივე წუთებში ხდება ინსულტის ზუსტი დიაგნოსტიკა და მკურნალიბის სწორი ტაქტიკის შერჩევა, რაც უსათუოდ ისახება დაავადების გამოსავალზე – მცირდება ინსულტის შემდეგომი ინვალიდიზაცია და უმჯობესდება ცხოვრების ხარისხი.

სისტემური თრომბოლიზისი – მწვავე იშემიური ინსულტის დროს ყოველი წუთი ძალიან ღირებულია, რადგან 1 წუთში 2 მილიონამდე თავის ტვინის უჯრედი(ნეირონი) კვდება, სწორედ ამიტომ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს პაციენტის გადაყვანა უახლოეს ინსულტის ცენტრში, სადაც შესაძლებელია ჩატარდეს სისტემური თრომბოლიზისი – რეპერფუზიული თერაპია, იგი იშემიერი ინსულტის ერთერთი მთავარი მკურნალობის მეთოდია. თერაპიული ფანჯარა კი მხოლოდ 4.5 საათია.  როცა სპეციალური მედიკამენტის (ქსოვილოვანი პლაზმინოგენის აქტივატორის-ალტეპლაზას) ინტრავენურად შეყვანის შემდეგ სისხლძარღვის დამხშობი თრომბული მასა (კოლტი) იშლება, შედეგად კი ხდება თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის სწრაფი აღდგენა. ჩვენმა ინსულტის გუნდმა დღემდე არაერთი  წარმატებული  თრომბოლიზისური თერაპია  ჩაატარა გართულებების გარეშე.

მექანიკური თრომბექტომიათრომბექსტრაქცია (მინიმალურ ინვაზიური ჩარევით სისხლის კოლტის/თრომბის გამოტანა, ენდოვასკულური მიდგომით ბარძაყის არტერიიდან) შესაძლებელია ჩატარდეს ინსულტის დაწყებიდან 16 საათამდე. ეს მეთოდი ძირითადად გამოიყენება დიდი კალიბრის სისხლძარღვების მწვავე დახშობის (ოკლუზიის) დროს, ეს ჩარევა ტარდება როცა რეპერფუზიის მისაღწევად მხოლოდ თრომბოლიზისური თერაპია არ არის საკმარისი (ან როცა ინტრავენური თრომბოლიზისური თერაპია    უკუნაჩვენებია).

ნინო ხარაიშვილი

ნევროლოგია / ინსულტის ცენტრის ხელმძღვანელი