ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა (“მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა”) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს ნეიროქირურგიის სარეზიდენტო პროგრამას. აღნიშნული სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელი არის ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი შოთა ინგოროყვა. მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის პროფესიონალთა გუნდი და ულტრათანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა საშუალებას აძლევს ახალგაზრდა სპეციალისტებს, დაეუფლონ და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა კლინიკური ნოზოლოგიების მართვაში, გაეცნონ და შეისწავლონ სხვადასხვა დაავადებების ქირურგიული თუ არაქირურგიული მკურნალობის თანამედროვე ტაქტიკა. შპს ” მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი , საუნივერსიტეტო კლინიკა“ იძლევა საუკთესო შესაძლებლობას დახელოვნებისა და პროფესიული ზრდისათვის.
პროფესიული მზადების სარეზიდენტო პროგრამა «ნეიროქირურგია» მოიცავს 6 წელს.
პროფესიული მზადების I წელი
1.1. ნეიროანატომია-2 თვე;
1.2. ნევროლოგია – 2 თვე;
1.3. პათომორფოლოგია – 1 თვე;
1.4. რეანიმაცია -2 თვე;
1.5. ნეირორადიოლოგია -2 თვე;
1.6. ტრავმატოლოგია-ორთოპედია -2თვე.
პროფესიული მზადების II წელი
2.1. ზოგადი ქირურგია -5 თვე;
2.2. ონკოლოგია – 2 თვე;
2.3. ანესთეზიოლოგია – 2 თვე;
2.4. სისხლძარღვთა ქირურგია – 2 თვე.
პროფესიული მზადების III წელი
3.1. ზოგადი ნეიროქირურგია – 11 თვე;
პროფესიული მზადების IV წელი
4.1. ნეიროტრავმა – 6 თვე;
4.2. სისხლძარღოვანი ნეიროქირურგია – 5 თვე.
პროფესიული მზადების V წელი
5.1. პერიფერიული ნერვების ქირურგია – 1თვე;
5.2. ნეიროონკოლოგია – 9 თვე;
5.3. ბავშვთა ნეიროქირურგია – 1 თვე.
პროფესიული მზადების VI წელი
6.1. ბავშვთა ნეიროქირურგია (გაგრძელება) – 3 თვე;
6.2. სპინალური ნეიროქირურგია – 4 თვე;
6.3. ენდოსკოპიური ნეიროქირურგია – 4 თვე.