ხერხემალი

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის (“HTMC”) ხერხემლის ცენტრი გთავაზობთ ხერხემლის პათოლოგიების სრულყოფილ მენეჯმენტს. ქირურგიული ჩარევა ხერხემალსა და ზურგის ტვინზე ხორციელდება უახლესი აპარატურის გამოყენებით, მინიმალურად ინვაზიური მეთოდით და ნეირონავიგაციის საშუალებით, რაც მაქსიმალურად ამცირებს პაციენტის ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობას, ასევე ინტრა- და პოსტოპერაციული გართულებების ალბათობას. ნეიროქირურგიის დეპარტამენტი პროფესორი შოთა ინგოროყვას ხელმძღვანელობით ახორციელებს ქირურგიულ ჩარევას უახლესი თანამედროვე აპარატურით

სპინალური ქირურგია ნეიროქირურგის ერთ-ერთი განშტოებაა, რომელიც დაკავებულია ზურგის ტვინის, ხერხემლის სვეტისა და ირგვლივ მდებარე სტრუქტურების პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობით.

ზურგის ტვინი მდებარეობს ხერხემლის ე.წ. სპინალურ არხში, რომელიც წინიდან შემოსაზღვრულია მალის სხეულით, მალთაშუა დისკით და უკანა გასწვრივი იოგით, უკნიდან – ძვლოვანი რკალითა და იოგებით. ხერხემლის გვერდებზე მოსაზღვრე მალებს შორის მდებარეობს ნევრალური არხი, საიდანაც გამოდის წყვილი ნერვის ფესვი, რომლებიც ქმნიან სპინალურ ნერვს. ჩამოთვლილმა სტრუქტურებმა გარკვეული პათოლოგიების დროს შეიძლება მოახდინონ ზეწოლა როგორც ზურგის ტვინზე, ასევე ნერვის ფესვზე ან უშუალოდ ნერვზე, შესაბამისი გამოვლინებებით, რომელიც მოიცავს:

ჩვენი პრიორიტეტებია:

·       მინიმალურად ინვაზიური ქირურგია –  ქირურგიული ჩარევის ტექნიკაა როდესაც მთავარ პლანზია ირგვლივმდებარე ქსივილების მინიმალური დაზიანება, ასე მაქსიმალურად ხდება კუნთოვანი, იოგოვანი აპარატისა და ძვლოვანი სტრუქტურების ნორმალური ანატომისა შენარჩუნება. ასეთი მიდგომის საშუალებით მინიმუმამდეა დაყვანილი გართულებების ალბათობა და მკვეთრად მცირდება პოსტოპერაციული რეაბილიტაციის ხანგრძლივობა.

·       ჩვენი კლინიკა თითოეულ პაციენტს სთავაზობს მკურნალობის ინდივიდუალურ მიდგომას, რაც გულისხმობს ხერხემმლის საგიტალური ბალანსის გამოთვლას, რომლის არსია, ხერხემლის ფიზიოლოგიური მოხრილობების ჯამური წონასწორობის დაცვა და საჭიროებისას მისი კორექცია. ეს მეთოდიკა საშუალებას გვაძლევს მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტს და  მომავალში თავიდან ავიცილოთ ხერხემლის არასწორ დგომასთან დაკავშირებული გართულებები.

ჩვენს ცენტრში გამოიყენება ნეირონავიგაცია, რომელიც არის ერთ-ერთი უახლესი მიღწევა სპინალურ ქირურგიაში. ნეირონავიგაცია არის ინტრაოპერაციული ვიზუალიზაციის საუკეთესო მეთოდი, რაც გვაძლვს საშუალებას ოპერაციის დროს ვიხელმძღვანელოთ 3D გამოსახულებით. ამ ტექნიკით ოპერაცია ტარდება მაქსიმალური სიზუსტით. მინიმუმადე არის დაყვანილი ირგვლივმდებარე მნიშვნელოვანი სტრუქტურების დაზიანების ალბათობა. ასევე მცირდება ოპერაციისა და შემდგომი რეაბილიტაციის ხანგრძლივობა.

1. ხერხემლის დეგენერაციული დაავადება – ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დაავადება, გამოწვეული ხერხემლის ძვალ-სახსროვანი აპარატის, იოგებისა და მალთაშუა დისკის დეგენერაციით, რაც იწვევს ნერვის,  ნერვული ფესვისა და ზურგის ტვინის კომპრესიას. მას მიეკუთვნება:

  • მალთაშუა დისკის თიაქარი;
  • ხერხემლის არასტაბილურობა;
  • სპინალური სტენოზი;
  • ნერვული ფესვის კომპრესია;
  • ხერხემლის ოსტეოქონდროზი
  • ხერხემლის მალების ოსტეოპოროზული (არატრავმული) მოტეხილობები.

სპინალური სტენოზი – დეგენერაციული დაავადებაა რომელიც ხშირად გხვდება ასაკოვან პაციენტებში. ამ დროს ხანგრძლივი დატვირთვის შედეგად, დროთა განმავლობაში ვითარდება მალთაშორისი შესახსრებების ე.წ ფასეტური სახსრებისა და ირგვლივმდებარე იოგოვანი აპარატის ჰიოერტროფია, რაც საბოლოოდ იწვევს სპინალური და ნევრალური არხების შევიწროვებას – სტენოზს და შესაბამისად ახდენს ზეწოლას ზურგის ტვინსა და ნერვის ფესვებზე.

სპინალური სტენოზი წელის არეში –  არის ამ პათოლოგიის ყველაზე ხშირი ლოკალიზაცია. ამ დროს პაციენტი უჩივის ტკივილს ფეხებში, რომელიც ძლიერდება ხანგრძლივი სიარულისას და/ან მგრძნობელობის დარღვევებს, დაბუჟების შეგრძნებას ქვედა კიდურებში. ასევე დამახასიათებელია მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციის მოშლა.

სპინალური სტენოზი კისრის არეში – ასეთი ლოკალიზაციის დროს ზეწოლა ზურგის ტვინზე ხდება მის ზედა სეგმენტებში. პაციენტს აღენიშნება კოორდინაციის მოშლა, მგრძნობელობის დარღვევები კისრის ან ზედა კიდურების არეში და ვრცელდება ქვემოთ, მოტორიკის გაუარესება, ასევე მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციის მოშლა, ძალის დაქვეითება – სისუსტე  კიდურში.

მალთაშუა დისკის თიაქარი

მალთაშუა დისკის თიაქარი  – ყველაზე ხშირი დაავადებაა ნეიროქირურგიულ პრაქტიკაში. ზეზღურბლოვანი ზეწოლა მალთაშუა დისკზე იწვევს მისი სტრუქტურის დარღვევას და მალთაშუა დისკის ნაწილის ამოზნექას სპინალური ან/და ნევრალური არხისა და ნერვის მიმართულებით. შესაბამისად აღნიშნულ სტრუქტურებზე ზეწოლა იწვევს ტკივლს კონკრეტული ნერვის გაყოლებაზე, მგეძნობელობის მოშლას, დაბუჟების შეგრძნებას ან სისუსტეს განვითარებული დაზიანების დონეზე ან მის  ქვემოთ.

ლუმბალური (წელის დონეზე) მალთაშუა დისკის თიაქრის ქირურგიული მკურნალობის დროს ჩვენს ცენტრში გამოიყენება მინიმალურინვაზიური მიდგომა რაც გულისხმობს მცირე ზომის განაკვეთს, ღრმა კუნთებისა და ძვლოვანი რკალის მთლიანობის მინიმალური დარღვევით და რაც მთავარია მალბების სახსროვანი აპარატის დაუზიანებლად დისკის თიაქრის ევაკუაციას. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს ხერხემლის სტაბილურობის შენარჩუნებას, ქრონიკული ტკივილების თავიდან აცილებას და რეციდივის ალბათობის მინიმუმამდე დაყვანას.

კისრის მალთაშუა დისკის თიაქარი.  ასეთ შემთხვევაში ჩარევა ხდება კისრის წინა ნაწილიდან, მცირე ზომის განაკვეთით. აღნიშნული მიდგიმა უზრუნველყოფს კისრის ღრმა კუნთების შენარჩუნებას, რომლებიც ხერხემლის სვეტის სტაბიულურობას უზრუნველყოფენ. ქირურგიული ჩარევის დროს დაზიანებულ დისკთნ ერთად ხდება ჰიპერტროფირებული წინა გასწვრივი იოგის ნაწილის ამოკვეთაც, რითაც მიიღწევა სპინალური არხის სრული განთავისუფლება ზეწოლისაგან. ამოკვეთილი დისკის ნაცვლად ხდება სპეციალური იმპლანტის შეყვანა, რომელიც ასრულებს მის ფუნქციას,

ხერხემლის კომპლექსური ქირურგიული ჩარევები – ასეთი ტიპის ოპერაციები მოიცავენ, რთულ, კომპლექსურ ჩარევებს ხერხემლის ერთ ან რამოდენიმე დონეზე ერთდროულად, როდესაც საჭიროა სხვადასხვა პათოლოგიების კორექციასთან ერთად ხერხემლის სტაბილიზაცია სპეციალური იმპლანტებისა და ჭანჭიკების გამოყენებით. ასევე ჩვენს კლინიკაში ხდება მალის სხეულის სრული  პროთეზირება ე.წ. „მეშის“ გამოყენებით. ასეთი ტიპის ოპერაციების ჩვენებაა ხერხემლის გამოხატული არასტაბიულურობა, მძიმე ხარისხის ოსტეოქონდროზი, სპონდილოლისტეზი ან მალის ტრავმული თუ არატრავმული მოტეხილობები (ოსტეოპოროზული ან სიმსივნით გამოწვეული). მსგავსი პაციენტები საჭიროებენ ინდივიდუალურ მიდგომას და ზედმიწევნით გამოკვლევას, ქრონიკული დაავადებებისა და ანატომიური თავისებურებების გათვალისწინებით.

2. ხერხემლის ტრავმები აღნიშნული ტრავმების სიმძიმე და ინვალიდიზაციის მაღალი მაჩვენებელი მათ  ყველაზე მძიმე და სოციალურად მნიშვნელოვან დაზიანებათა რიცხვში აქცევს.

·       ხერხემლის მალის მოტეხილობები;

·       ხერხემლის მალების ტრავმული ამოვარდნილობები;

·       ტრავმული სპონდილოლისთეზი

·       მალთაშუა დისკის ტრავმული გაგლეჯა

·       სპინალური ეპიდურული და სუბდურული ჰემატომები

ჩვენი კლინიკის ხერხემლის ცენტრში ხდება ხერხემლის მალების ტრავმული მოტეხილობების კლასიფიკაცია და დაზიანების სიმძიმის განსაზღვრა AOSpine-ის მიხედვით (AOSpine არის წამყვანი საერთაშორისო აკადემიური საზოგადოება, რომელიც მიმართულია ინოვაციური განათლების, მოვლისა და მკურნალობის დაგეგმვისათვის  ხერხემლის ტრავმების მქონეს პაციენტებში, რომელიც აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს).

AO Spine-ის მიხედვით ხერხემლის მოტეხილობები კლასიფიცირდება შემდეგნაირად:

A ტიპი – კომპრესიული მოტეხილობები

B ტიპი – დისტრაქციული მოტეხილობები

C ტიპი – როტაციული მოტეხილობები

ქირურგიული მკურნალობის მეთოდები:

  • მიკროქირურგიული მკურნალობა;
  • ხერხემლის სტაბილიზაცია/ფიქსაცია მიკროინვაზიური მეთოდით
  • ინტრაოპერაციულად ნეირონავიგაციისა და ნეიროვიზუალიზაციის გამოყენებით;
  • ხერხემლის მალის სხეულის სრული პროთეზირება ტრავმული ან პათოლოგიური მოტეხილობების დროს.

ხერხემლის კომპლექსური ქირურგიული ჩარევები – ასეთი ტიპის ოპერაციები მოიცავენ, რთულ, კომპლექსურ ჩარევებს ხერხემლის ერთ ან რამოდენიმე დონეზე ერთდროულად, როდესაც საჭიროა სხვადასხვა პათოლოგიების კორექციასთან ერთად ხერხემლის სტაბილიზაცია სპეციალური იმპლანტებისა და ჭანჭიკების გამოყენებით. ასევე ჩვენს კლინიკაში ხდება მალის სხეულის სრული  პროთეზირება ე.წ. „მეშის“ გამოყენებით. ასეთი ტიპის ოპერაციების ჩვენებაა ხერხემლის გამოხატული არასტაბიულურობა, მძიმე ხარისხის ოსტეოქონდროზი, სპონდილოლისტეზი ან მალის ტრავმული თუ არატრავმული მოტეხილობები (ოსტეოპოროზული ან სიმსივნით გამოწვეული). მსგავსი პაციენტები საჭიროებენ ინდივიდუალურ მიდგომას და ზედმიწევნით გამოკვლევას, ქრონიკული დაავადებებისა და ანატომიური თავისებურებების გათვალისწინებით. ჩვენს კლინიკაში ინდივიდუალურად ხდება ხერხემლის საგიტალური, კორონალური და ჰორიზონტალური ბალანსის გამოთვლა. ეს მეთოდიკა საშუალებას გვაძლევს მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტს და მომავალში თავიდან ავიცილოთ ხერხემლის არასწორ დგომასთან დაკავშირებული გართულებები

4. ხერხემლის სიმსივნური დაავადებები:

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის (HTMC) ნეიროქირურგიული დეპარტამენტი ხერხემლის პირველადი და მეორადი სიმსივნეების დროს გთავაზობთ მულტიდისციპლინარულ და ინდივიდუალურ მიდგომას, რომელიც გულისმობს ქირურგიულ რეზექციას, რადიო და სხივურ თერაპიას ერთ სივრცეში. თანამედროვე    მიკროქირურგიული ტექნიკის, ინტრაოპერაციული ოპტიკისა და ნეირონავიგაციის გამოყენება საშუალებას გვაძლევს ზუსტად დადგინდეს სიმსივნური ქსოვილის გავრცელების საზღვრები. ასეთ შემთხვევაში მინიმალურად ზიანდება ჯანასაღი ქსოვილები და მაქსიმალურად შენარჩუნებულია ხერხემლის სტაბილურობა.

  • ხერხემლის მალების პირველადი სიმსივნეები
  • ხერხემლის მალების მეორადი (მეტასტაზური დაზიანება)
  • ზურგის ტვინის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები.

იხ. ხერხემლის კომპლექსური ქირურგიული ჩარევები

3. ხერხემლისა თანდაყოლილი ანომალიები და განვითარების მანკები:

Spina bifida — (ლათ. გახლეჩილი ხერხემალი)  ხერხემლის განვითარების მანკია რომელიც გამოწვეულია ნერვული მილის არასრული დახურვით ემბრიოგენეზის პროცეში. ეს პათოლოგიაა ხშირად დაკავშირებულია ზურგის ტვინის განვითარების დარღვევებთან.  სპინა ბიფიდა არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი თანდაყოლილი განვითარების მანკი და გვხვდება 1 000-დან 1-2 ახალშობილში მსოფლიოში.

სიმძიმის მიხედვით იყოფა რამოდენიმე ქვეტიპად:

  1. Spina bifida occulta – არის ამ დაავადების ყველაზე მსუბუქი და ხშირად უსიმპტომო ფორმა. ამ დროს ზურგის ტვინსა და მიმდებარე სტრუქტურებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნება და ძირითადად არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას.
  1. მენინგოცელე – ამ დროს ხერხემლის სვეტის ძვლები არ ფარავენ ზურგის ტვინს მთლიანად. ზურგის ტვინის გარსები (მაგარი, ქსელისებრი და რბილი გარსი) პარკისებურად ამოიბურცება არსებულ დეფექტში, რომელიც უშირესად დაფარულია კანით. უმეტეს შემთხვევაში ზურგის ტვინი და ნერვის ფესვები ინტაქტურია ან წარმოდგენილია მცირე დეფექტით. Ასეთი ტიპის დეფექტი საჭიროებს ქირურგიულ კორექციას.
  2. მიელომენინგოცელე –  (spina bifida cystica)   არის ყველაზე მძიმე ფორმა . ამ შემთხვევაში ხერხემლის დეფექტში გამოდის ზურგის ტვინისა და ნერვული ფესვების ნაწილიც (ე.წ ტვინოვანი თიაქარი.) ზოგ შემთხვევაში თიაქრის პარკი შეიძლება იყოს დაფარული კანით ან იყოს მოშიშვლებული. ნევროლოგიური დარღვევების სიმძიმე დამოკიდებულია დეფექტის ზომაზე და მდებაროებაზე.

ასეთ შემთხვევებში ქირურგიული ჩარევა მიმართულია ნერვული ქსოვილის შემდგომი დაზიანებისა და დაავადების სიმპტომების პროგრესიის აღმოფხვრისაკენ. ზურგის ტვინის და ნერვული ფესვები ბრუნდება სპინალურ არხში და იფარება ტვინის მაგარი გარსით. საჭიროების შემთხვევაში ტარდება ლუმბო-პერიტონეალური შუნტირება ჭარბად წარმოქმნილი თავ-ზურგ-ტვინის სითხის დრენირებისათვის.