თავის ტვინის ქირურგია
ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში (“HTMC”) ხდება თავის ტვინის სხვდასხვა პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა უახლესი საერთაშორისო სტანდარტებით, სადაც ნებისმიერ პაციენს შეუძლია მიიღოს სრული მომსახურება, როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული. გვაქვს უახლესი სადიაგნოსტიკო- სამკურნალო აპარატურა და კვალიფიციური ექიმებისგან შემდგარი გუნდი. საჭიროების შემთხვევაში ჩვენი ნეიროქირურგები ატარებენ პრაქტიკულად ყველა სირთულის ქირურგიულ ოპერაციებს თავის ტვინზე.
თავის ტვინის სიმსივნეები
ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის (HTMC) ნეიროქირურგიული დეპარტამენტი გთავაზობთ თავის ტვინის სიმსივნეების ოპტიმალურ, კომპლექსურ მკურნალობას, რომელიც გულისმობს ქირურგიულ რეზექციას, რადიო და სხივურ თერაპიას ერთ სივრცეში. თანამედროვე მიკროქირურგიული ტექნიკის, ინტრაოპერაციული ოპტიკისა და ნეირონავიგაციის გამოყენება საშუალებას გვაძლევს უზრუნველვყოთ სიმსივნის მაქსიმალური რეზექცია
მინიმალური რისკებით და გართულებებით. პირველადი ინტრაკრანიალური სიმსივნეების და მით უფრო გლიომების შემთხვევაში განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს სიმსივნის საზღვრების დადგენა. მათი ინფილტრაციული ხასიათი ართულებს სიმსივნის სრულად ამოკვეთას, რაც ზრდის პოსტოპერაციული რეციდივების სიხშირეს.
ამიტომ ჩვენს კლინიკაში სიმსივნური ქსოვილის ინტრაოპერაციული ვიზუალიზაციისა და რადიკალური რეზექციისთვის გამოიყენება მეტაბოლურ-ფლუორესცენტური მეთოდი – 5 ALA-ს (5 ამინოლევულენის მჟავა) გამოყენებით. 2011 წელს პირველად საქართველოში, ავსტრიელ პროფესორებთან ერთად, ჩვენს კლინიკაში ჩატარდა ოპერაცია და შემდგომ უკვე წარმატებით დაინერგა ამ მეთოდის გამოყენება გლიომების დროს.
- ნეიროეპითელური სიმსივნეები (გლიომა , ეპენდიმომა, ასტროციტომა)
- თ.ტ. გარსების სიმსივნეები (მენინგიომები)
- თავის ტვინის ნერვების სიმსივნეები (ნევრინომები)
- თავის ტვინის მეორადი (მეტასტაზური) სიმსივნეები
- ჰიპოფიზის სიმსივნეები ჩვენს კლინიკაში ჰიპოფიზის სიმსივნეების უმრავლესობის ამოკვეთა ხდება ტრანსნაზალური (ცხვირიდან), ტრანსფენოიდური მიდგომით, რაც იმას ნიშნავს რომ ოპერაცია კეთდება განაკვეთის გარეშე და საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ ტვინის ქსოვილის ზედმეტი ტრავმატიზაცია.
ნეირონავიგაცია
2016 წლიდან ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში დაინერგა ნეირონავიგაცია,
ნავიგაციით მართული ქირურგია (ბიოფსია) ეს არის დღეისათვის ყველაზე ეფექტური მეთოდი ნერვული სისტემის სიმსივნეების თერაპიასა და დიაგნოსტიკაში, რომელსაც იყენებენ ყველა ევროპულ წამყავნ კლინიკაში.
- აუმჯობესებს საოპერაციო ვიზუალიზაციას, რაც გამორიცხავს თავის ტვინის კრიტიკულად და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სტრუქტურების დაზიანებას.
- იძლევა საშუალებას ქირურგიული ჩარევა განხორციელდეს მინიმალურ-ინვაზიური მეთოდით და შესაბამისად ამცირებს ქირურგიულ რისკებს, ზრდის ქირურგიის ეფექტურობას და აუმჯობესებს გამოსავალს.
კიბერ დანა
კიბერ დანა არის ერთადერთი რობოტიზირებული რადიოქირურგიული სისტემა, რომელიც შექმნილია სიმსივნური და არასიმსივნური წარმონაქმნების არაინვაზიური მკურნალობისთვის.
ამ უნივერსალურ აპარატს შეუძლია სხეულის ნებისმიერი არეალის მაღალი დოზითა და სუბმილიმეტრული სიზუსტით დასხივება პროცესის გამოსახულების უწყვეტ კონტროლთან ერთად. მას გააჩნია რობოტის მოძრაობის თავისუფლების მაღალი სიზუსტე და ხარისხი.
აღჭურვილობა პაციენტის სტერეოტაქსიური რადიოქირურგიული და რადიოთერაპიული მკურნალობის განხორციელების საშუალებას იძლევა, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ტრადიციული რადიოთერაპიის ალტერნატივად ან ინოპერაბელური, ქირურგიულად რთულად მისადგომი სიმსივნეების სამკურნალოდ.
თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებები
ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის (HTMC) ნეიროქირურგიულ დეპარტამენტს აქვს დიდი გამოცდილება ცენტრალური ნერვული სისტემის სისხლძარღვოვანი დაავადებების ქირურგიულ მკურნალობაში. ჩვენი საოპერაციო ოთახი აღჭურვილია უახლესი თაობის მიკროსკოპით “HAAG-STREIT SURGICAL HS 5-1000”, რომელსაც აქვს ფლუორესცენტული ანგიოგრაფიის ფუნქცია, რაც გვაძლევს საშუალებს ინტრაოპერაციულად ჩატარდეს ანგიოგრაფია, შეფასდეს სისხლძარღვთა სანათურის დიამეტრი და სხვა სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, რაც ამცირებს პოსტოპერაციული გართულებების რისკს.
- არტერიული ანევრიზმები
- არტერიო – ვენური მალფორმაციები
- კავერნომები (კავერნოზული მალფორმაციები, კავერნოზული ანგიომები)
- ჰემორაგიული ინსულტი
- ვენოზური ანგიომები
თავის ტვინის ტრავმები
ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკში (HTMC) 24 საათის განმავლობაში ხდება ქალა-ტვინის ტრავმების დიაგნოსტიკა და მკურნალობა. მულტიდისციპლინარული მიდგომა და რეკონსტრუქციული მეთოდების გამოყენება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს ქალა-ტვინის ტრავმული დაზიანებების მქონე პაციენტებში. ჩვენი სპეციალისტები ასრულებენ პრაქტიკულად ნებისმიერი სირთულის ოპერაციებს უახლესი აპარატურის გამოყენებით.
- ტრავმული ეპიდურული ჰემატომა
- ტრავმული სუბარაქნოიდული ჰემატომა;
- ქრონიკული სუბდურული ჰემატომა;
- ტრავმული ინტრაცერებრული ჰემატომა;
- ბაზალური ლიქვორეა;
- ქალა-ფუძის მოტეხილობა(ლიქვორეით ან მის გარეშე);
- ქალასარქველის მოტეხილობა;
სამწვერა ნერვის ნევრალგიის ქირურგიული მკურნალობა
სამწვერა ნერვის ნევრალგიის ქირურგიული მკურნალობის ოქროს სტანდარტია ნერვის მიკროვასკულური დეკომპრესია, რომელიც გამოიყენება ნეიროვასკულური კონფლიქტის არსებობის დროს, რაც 80 – 90 %- ში არის აღნიშნული პათოლოგიის გამომწვევი მიზეზეზი.
ჰიდროცეფალია (თავის ტვინის წყალმანკი)
ჰიდროცეფალია პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც თავის ქალაში მომატებულია თავ-ზურგტვინის სითხის (ლიქვორის) რაოდენობა, რაც თავის მხრივ, იწვევს ქალასშიდა წნევის მატებას და ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობის გაუარესებას. ჩვენს კლინიკაში ხორციელდება ჰიდროცეფალიის ქირურგიული მკურნალობა ყველა შესაძლო მეთოდით:
- ვენტრიკულო-პერიტონეალური შუნტირება;
- ვენტრიკულო-ატრიალური შუნტირება;
- ცერებროსპინალური სითხის დრენირება.