MRI 3T მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია წარმოადგენს მაღალი ინფორმაციული ღირებულების სადიაგნოსტიკო საშუალებას. ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის (HTMC) არსებული 3T (ტესლა) მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფი საშუალებას იძლევა მივიღოთ მაღალი გარჩევადობის გამოსახულებები. 3T უახლესი თაობის აპარატია. მისი გვირაბის სიგანე 70 სმ-ია, რაც საშუალებას იძლევა ერთის მხრივ მძიმე წონიანი (260 კგ-მდე) პაციენტების გამოკვლევას, აგრეთვე გაცილებით მარტივს ხდის კვლევის პროცესს კლაუსტროფობიით (დახურული სივრცის შიშით) დაავადებული ადამიანებისათვის.