სასწავლო კურსის მიზანი:
ნეიოროქირურგიის სასწავლო კურსის მიზანია საბაზისო ცოდნის მიღება ნეიროქირურგიულ დაავადების შესახებ, რაც გულისხმობს ნეიროქირურგიული პათოლოგიების ნევროლოგიური და კლინიკური გამოვლინებების ცოდნას, მათ ზუსტ და დროულ დიაგნოსტიკას, მკურნალობის ძირითად პრინციპებს.
ნეიროქირურგიის შესასწავლად სტუდენტს გავლილი უნდა ჰქონდეს:
- ანატომია;
- ფიზიოლოგია;
- მიკრობიოლოგია;
- ტოპოგრაფიული ანატომია;
- ოპერაციული ქირურგია;
- ზოგადი ქირურგია;
- რადიოლოგია;
- ნევროლოგია.
პრაქტიკული მეცადინეობის თემატიკა ნეიროქირურგიაში:
- პაციენტის ნევროლოგიური გამოკვლევა;
- ნეიროვიზუალიზაციის საფუძვლები;
- ქალასშიდა წნევა და ინტრაკრანიალური ჰიპერტენზიის არსი;
- ქალა-ტვინის ტრავმის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის საფუძვლები;
- ხერხემლის სვეტის ტრავმული დაზიანების დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
- თავის ტვინის სიმსივნეები და აბსცესები;
- ცერებროვასკულური პათოლოგიები – იშემიური და ჰემორაგიული ინსულტი, ინტრაკრანიალური ანევრიზმა, არტერიო-ვენური მალფორმაცია (ავმ);
- პერიფერიული ნერვების დაზიანება, დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
სწავლის შედეგი /კომპეტენციები:
ნეიროქირურგიის კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს უნდა ჰქონდეს ხშირ ნეიროქირურგიულ დაავადებათა პრეჰოსპიტალურ ეტაპზე სინდრომული დიაგნოსტიკის, სიცოცხლისთვის უშუალო საფრთხის ლიკვიდაციის, დაავადებათა ეტაპობრივი მკურნალობისა და საჭიროების შემთხვევაში უსაფრთხო ტრანსპორტირების უნარი. ასევე სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, ანუ ზოგადი პროფილის ექიმმა უნდა იცოდეს ნეიროქირურგიული ოპერაციის შემდგომი ადრეული და გვიანი გართულებები, ამასთან დაკავშირებით მას უნდა ჰქონდეს რიგი ნეიროქირურგიული დაავადებების ამბულატორიული მეთვალყურეობის საფუძვლების ცოდნა.