პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია PET/CT

 

ეს გახლავთ პირველი პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფი საქართველოში. ეს კვლევა, ერთი განტრის ქვეშ აერთიანებს  კომპიუტერულ ტომოგრაფსა და პოზიტრონ-ემისიურ ტომოგრაფს. ამგვარად ვიღებთ ერთიანი, ე.წ. კო-რეგისტრირებულ-ტომოგრაფიულ-გამოსახულებებს. კვლევის შედეგი ზუსტად ასახავს სხეულში არსებულ მეტაბოლურ და ბიოქიმიურად აქტიურ უბნებს. PET/CT ტომოგრაფიის დანერგვის შემდეგ მნიშვნელოვნად გაადვილდა სიმსივნური წარმონაქმნების ადრიულ სტადიაზე გამოვლენა.