ჩვენ გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის აპარატურისა და

პროფესიონლიზმის ტანდემს!
„მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა“ 2009 წლიდან ფუნქციონირებს. საუნივერსიტეტო კლინიკის აშენების მიზანი იყო, ისეთი სამედიცინო დაწესებულების შექმნა, სადაც ჩვენი თანამემამულეები მიიღებდნენ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას. კლინიკის სტრატეგია უნდა იყოს „კლინიკა პაციენტისათვის“, სადაც პრაქტიკული საქმიანობა, მეცნიერების განვითარება და სწავლება ორიენტირებული იქნება პაციენტებზე.
კლინიკა აღჭურვილია უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებითა და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით, რაც იძლევა საშუალებას რომ პაციენტებმა მიიღონ ევროპული დონის სამედიცინო მომსახურება.
1999
პროფესორ გოჩა ინგოროყვას მიერ რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეიქმნა „ნეიროქირურგიის ცენტრი“, რომლის ბაზაზეც 2009 წელს გაიხსნა მულტიპროფილური “მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა”.
2012
კლინიკამ შეიძინა საქართველოში პირველი PET/CT (პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია).
2015
კლინიკამ შეიძინა კიბერ დანა და ნეირონავიგაცია.
2016
გაიხსნა და დაიწყო ფუნქციონირება ამბულატორიულმა ცენტრმა.
2016
კლინიკის აპარატურას შეემატა MRI 3T (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია 3ტესლიანი) და CT 640 სლაისიანი (კომპიუტერული ტომოგრაფია).
ამბულატორია
ემერჯენსი
სტაციონარი
ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში (“მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა”) არის მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრი, სადაც ნებისმიერ პაციენს შეუძლია მიიღოს სრული მომსახურება, როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონალური. გვაქვს უახლესი სადიაგნოსტიკო- სამკურნალო აპარატურა და კვალიფიციური ექიმებისგან შემდგარი გუნდი. საჭიროების შემთხვევაში ჩვენი ნეიროქირურგები ატარებენ ურთულეს ქირურგიულ ოპერაციებს.
ჩვენი ექიმები, თქვენს სამსახურში