Category: Vacination

January 28, 2021 by admin admin 0 Comments

კორონავირუსის ვაქცინაცია – რომელია საუკეთესო? ბიონტექი/ფაიზერი, მოდერნა თუ ასტრაზენეკა.

კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინების რაოდენობა იზრდება, და მაინც, რომელია საუკეთესო ვარიანტი? ბიონტექი/ფაიზერი, მოდერნა თუ ასტრაზენეკა?

ზემოთ ჩამოთვლილი ვაქცინები ერთმანეთისგან განსხვავებული ფორმულით არის შექმნილი, შესაბამისად განსხვავდება სხვადასხვა ჯგუფის ადამიანებზე, მათი ინფიცირებისგან დაცვის მაჩვენებელი და ეფექტურობა. 

ბიონტექი/ფაიზერი – ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ისა და მისი გერმანული პარტნიორი BioNTech-ის ვაქცინა არის პირველი, რომელიც ევროპის სამედიცინო სააგენტომ (EMA) დაამტკიცა. 2020 წლის დეკემბრის ბოლოს, კი ევროკავშირისგანაც მიიღო გამოყენების ნებართვა. Ამ ვაქცინას პანდემიის საწყის ეტაპზეც იყენებდნენ, საგანგებო ვითარების ფარგლებში – Დიდ ბრიტანეთში, კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მოდერნა – 2021 წლის იანვარში, ევროკავშირმა დაამტკიცა ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის ვაქცინა – მოდერნა, რომელსაც უკვე ჰქონდა ნებართვა იყო აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. 

ასტრაზენეკა-ს – ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული ჯგუფის ვაქცინაა, რომლის დამტკიცებაც მცირედით დაგვიანდა, შეფერხებების გამო. როგორც ჯგუფმა აღნიშნა  პროცესში, ეფექტურობასთან დაკავშირებული შეფერხებები დაფიქსირდა, თუმცა ახლა სრულად აღმოფხვრილია პრობლემები და ელოდებიან საბოლოო დასტურს.

როგორ მუშაობს ვაქცინა?

ყველა ვაქცინის ფუნდამენტალური პრინციპი არის მსგავსი და მუშაობს ამგვარად: უწყინარი ნაწილები, კორონავირუსის ანტიგენები, შეყავთ ადამიანის იმუნურ სისტემაში, რათა ორგანიზმა განავითაროს იმუნიტეტი ვირუსის წინააღმდეგ. 

How-vaccine-works_1
რა განსხვავებაა ამ სამ ვაქცინას შორის?

ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინა არიან ი-რნმ (ინფორმაციული რიბონუკლეინის მჟავა) ვაქცინები, ისინი შეიცავენ კორონავირუსის გენეტიკური ინფორმაციის მცირედ ნაწილებს რნმ-ის სახით. Რაღათქმაუნდა რნბ შეიცავს კორონავირუსის მხოლოდ უვნებელ კომპონენტს. ამიტომ შეუძლებელია, ამ ვაქცინებით ვირუსი გავრცელდეს ორგანიზმში. ვაქცინაციის შემდეგ ადამაიანის ორგანიზმის უჯრედები იღებენ რნმ-ს და იყენებენ მას კორონავირუსის პროტეინის გამოსამუშავებლად, რაც შემდეგ ხელს უწყობს ანტისხეულების შექმნას. ეს ახალი უსაფრთხო ანტიგენები ქმნიან დამცავ, იმუნურ რეაქციას ადამიანის ორგანიზმში.

კომპანია ასტრაზენეკას ვაქცინა, მეორე მხრივ, ვექტორულ ვაქცინებს ეკუთვნის. Ეს ვაქცინა გამდიდრებულია კორონავირუსის კომპონენტებით, რომელიც შეიცავს კორონავირუსის გენეტიკურ ინფორმაციას. Ჩვენი ორგანიზმი რეაგირებს შეყვანილ ვირუსზე და აგენერირებს ანტიგენებს  კორონავირუსის წინააღმდეგ.

ბიონტექი/ფაიზერის ვაქცინის ეფექტურობა – დაახ 95%

მოდერნას ვაქცინის ეფექტურობა – დაახ 94%

ასტრაზენეკას ვაქცინის ეფექტურობა – დაახ 70%

კორონავირუსისგან დაცვა: ვაქცინების ეფექტურობის შედარება

რომელი ვაქცინა დაგვიცავს უფრო ეფექტურად კორონავირუსისგან? კვლევებმა აჩვენა, რომ კომპანია ბიონტექისა ფაიზერის ერთობლივად შექმნილი ვაქცინა დაახლოებით 95%-ით დაგვიცავს კორონავირუსით ინფიცირებისგან. Მოდერნას ვაქცინამაც მსგავსი შედეგები დააფიქსირა. 

ჩვენი ორგანიზმი ანტისხეულების გამომუშავებას ვაქცინის მიღებიდან 10 დღის შემდეგ დაიწყებს. Პრეპარატების მაქსიმალური შედეგი მიიღწევა მეორე ვაქცინაციის შემდეგ, რომელიც კვლავ უნდა მივიღოთ რამდენიმე კვირის შემდეგ.

გაერთიანებული სამეფოში უკვე დამტკიცებული ასტრაზენეკას ვაქცინა უზრუნველყოფს საშულო და საშუალოზე დაბალ დაცვას. Ეფექტურობა დამოკიდებულია ასაკზე და ავადმყოფობის ისტორიაზე. საშუალოდ, იმის შანსი, რომ ასტრაზენეკით ვაქცინირებული ადამიანს შეეყაროს კორონა არის დაახლოებით 30%

ვინ გადაწყვეტს, Რომელ ვაქცინას მივიღებთ?

იმ ქვეყნებში, სადაც ორი ან მეტი ვაქცინაა დამტკიცებული, ადამიანები თავად ვერ ირჩევენ ვაქცინას, განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში. Ამ შემთხვევაში, თავად ექიმი წყვეტს, რა ტიპის ვაქცინაა შესაბამისი კონკრეტული ჯგუფის ადამიანებისთვის, რადგან გასათვალისწინებელია ასაკის და გადატანილი დაავადებების ფაქტორი.