მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია წარმოადგენს მაღალი ინფორმაციული ღირებულების სადიაგნოსტიკო საშუალებას. აღნიშნული კვლევა წარმოადგენს ,,ოქროს სტანდარტს“ ისეთი დაავადებების დიაგნოსტიკაში როგორებიცაა: დემიელინიზაციით მიმდინარე პათოლოგიური პროცესები, თავისა და ზურგის ტვინის სიმსივნური დაავადებები, ცენტრალური ნერვული სისტემის სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, ხერხემლის სვეტის დეგენერაციული დაავადებები (მალთაშუა დისკის თიაქარი, ხერხემლის ოსტეოქონდროზი და სხვ.), მისი მეშვეობით შესაძლებელია თავისა და ზურგის ტვინის როგორც სტრუქტურული, ასევე ფუნქციური მაჩვენებლების ულტრათანამედროვე მეთოდებით შესწავლა.

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა (“მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა”) იყებენს 3T(ტესლა) მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას, რაც საშუალებას იძლევა მივიღოთ მაღალი გარჩევადობის გამოსახულებები. 3T უახლესითაობისაპარატია. მისიგვირაბისსიგანე 70 სმ-ია, რაც საშუალებას იძლევა ერთის მხრივ მძიმე წონიანი (260 კგ-მდე) პაციენტების გამოკვლევას, აგრეთვე გაცილებით მარტივს ხდის კვლევის პროცესს კლაუსტროფობიით (დახურული სივრცის შიშით) დაავადებული ადამიანებისათვის. ამ აპარაზე ხდება ორგანიზმის როგორც ანატომიური, ისე ფუნქციური მაჩვენებლების