კომპიუტერული ტომოგრაფია რადიოლოგიური დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მივიღოთ ორგანოთა და ქსოვილთა შრეობრივი 3-D გამოსახულება რენტგენის სხივების გამოყენებით. ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა (“მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა”) აღჭურვილია კომპიუტერული ტომოგრაფიის უახლესი 640 სლაისიანი მოდელით, რომელიც 2012 წელს შეიქმნა. აპარატს წამის მეასედში შეუძლია მკაფიო 3-D გამოსახელების მოცემა, რაც დიაგნოსტირების და შემდეგ სწორი მკურნალობის გარანტია.

აპარატი აქტიურად გამოიყენება როგორც თავის ტვინის, ისე ხერხემლის სადიაგნოსტიკოდ.