კიბერ დანა არის ერთადერთი რობოტიზირებული რადიოქირურგიული სისტემა, რომელიც შექმნილია სიმსივნური და არასიმსივნური წარმონაქმნების არაინვაზიური  მკურნალობისთვის. ამ უნივერსალურ აპარატს შეუძლია სხეულის ნებისმიერი არეალის მაღალი დოზითა და სუბმილიმეტრული სიზუსტით დასხივება პროცესის გამოსახულების უწყვეტ კონტროლთან ერთად. მას გააჩნია რობოტის მოძრაობის თავისუფლების მაღალი სიზუსტე და ხარისხი. აღჭურვილობა პაციენტის სტერეოტაქსიური რადიოქირურგიული და რადიოთერაპიული მკურნალობის განხორციელების საუალებას იძლევა, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ტრადიციული რადიოთერაპიის ალტერნატივად, ან ინოპერაბელური, ქირურგიულად რთულად მისადგომი სიმსივნეების სამკურნალოდ.