ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში (“მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა”) ხდება თავის ტვინისა და ხერხემლის დაავადებების კონსერვატიული (არაოპერაციული, მედიკამენტოზური) მართვა, როგორც სტაციონალურ, ისე ამბულატორიულ რეჟიმში. იმ შემთხვევაში თუ დაგეგმილია ქირურგიული ჩარევა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია პარალელური კონსერვატიული მკურნალობა, პაციენტის პრეოპერაციული მედიკამენტოზური მომზადება და პოსტოპერაციული მართვა. განყოფილებაში პაციენტები მუდმივად არიან ნევროლოგისა და ნეიროქირურგის მეთვალყურეობის ქვეშ, საჭიროების შემთხვევაში ტარდება კონსულტაციები სხვადასხვა სპეციალისტების მიერ (ეპილეპტოლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ტრავმატოლოგი, ენდოკრინლოგი, ოტორინოლარინგოლოგი და ა.შ.).