ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში (“მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა”) ფუნქციონირებს ცენტრალური ლაბორატორია, სადაც უსაფრთხოდ და საიმედოდ მოგემსახურებათ კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი. ლაბორატორია უწყვეტი სადღეღამისო რეჟიმით ემსახურება კლინიკის სტაციონარს და ამბულატორიას . გამოკვლევის სტანდარტიზებული მეთოდების გამოყენება მიმდინარეობს შიდა და გარე ლაბორატორიული ხარისხის კონტროლის თანხლებით . ამავდროულად ფუნქციონირებს მძლავრი, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სისხლის ბანკი.

  • ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიური ანალიზატორებით, რომელზეც სრულდება სხვადასხვა კვლევები
  • სისხლის საერთო ანალიზი
  • კოაგულაციური ჰემოსტაზის სკრინინგი
  • ბიოქიმიური კვლევები (ცილოვანი, ნახშირწყლოვანი და მინერალური ცვლა, თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის შემაფასებელი ლაბორატორიული ტესტები, მიკროელემენტების ფართო სპექტრი)
  • იმუნოლოგიური კვლევები (ფარისებრი ჯირკვლის, სასქესო ჰორმონების, ორგანოსპეციფიური სიმსივნური ანტიგენების, ძვლის მინერალიზაციის და ანემიის მარკერების, კარდიო მარკერების ).