გზამკვლევი

სრული კომფორტი ვიზიტორტათვის

პაციენტთა გზამკვლევი


ამბულატორიაში პაციენტს შეუძლია წინასწარ შეათანხმოს  ექიმთან ვიზიტის დრო და თარიღი. ფუნქციონირებს ცხელი ხაზი (+995 032 2 05 05 00), ასევე კონსულტაციის შემდეგ ადგილზევე შეგიძლიათ ჩაეწეროთ ექიმთან განმეორებით ვიზიტზე.


ჩაწერილი პაციენტი ამბულატორიაში შემოსვლისთანავე იღებს ელექტრონული რიგის პრიორიტეტულ ნომერს და მიმართავს რეგისტრატურას, სადაც განხორციელდება საპასპორტო მონაცემების რეგისტრაცია და თანხის გადახდის პოროცედურა, რის შემდეგ რეგისტრტურიდან იგივე რიგის ნომრით პაციენტი გადამისამართდება სასურველ ექიმთან, რომელიც გამოიძახებს პაციენტს ელექტრონული რიგის ნომრის მიხედვით.


მას შემდეგ რაც პაციენტი გაივლის ექიმის კონსულტაციას, საჭიროების შემთხვევაში გადამისამართდება კვლევებზე. ამ დროს პაციენტი კვლავ უბრუნდება რეგისტრატურას და ან იმავე დღეს, ან მისთვის სასურველ დღეს ჯავშნის კვლევების ჩატარებას.
რაც შეეხება ექიმთან განმეორებით ვიზიტს პაციენტი გადის იგივე პროცედურებს.


იმ შემთხვევაში თუ პაციენტი არ არის წინასწარ ჩაწერილი კონკრეტულ ექიმთან, ახორციელებს რეგისტრატურაში ვიზიტს და კონსულტაცხიაზე იგზავნება ამბულატორიის მორიგე ექიმთან.
გასათვალისწინებელია, რომ ცოცხალ რიგში მოსულ პაციენტს უწევს ლოდინი ექიმთან ვიზიტისთვის, უფრო კომფორტული და მოქნილი პროცედურაა თუ მოახდენთ წინასწარ ვიზიტზე ჩაწერას.

დაზღვევა


ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის (“მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა”) ამბულატორიული განყოფილება, ემსახურება კერძო სადაზღვევო კომპანიის დაზღვევის მქონე ბენეფიციარებს. მათ შეუძლიათ  ამბულატორიას მომართონ როგორც, ოჯახის ექიმის მიმართვით, ასევე უშუალოდ სადაზრვევო ბარათით ე.წ. პოლისით. ამბულატორიაში ვიზიტის დროს სავალდებულოა ასევე პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა. აღნიშნულ შემთხვევებში პაციენტი სამედიცინო სერვისებს იღებს სრულიად უფასოდ ან თანაგადახდის პროცენტის  ფარგლებში.

ჩვენი კონტრაქტორი სადაზღვევო კომპანიებია:იმედი L , ირაო, პსპ, არდი და ჯი პი აი ჰოლდინგი.

P1120995
imedi s
IRAO_GEO_axali_logos
psps
Ardi_logo
Gpis
Ardi_logo
Gpis

ცხელი ხაზი

ელ. ფოსტა

ინგოროყვას კლინიკა

www.htmclinic.com
Loading please wait....