ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის (“მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა”) ხერხემლის ცენტრი გთავაზობთ ხერხემლის პათოლოგიების სრულყოფილ მენეჯმენტს. ქირურგიული ჩარევა ხერხემალსა და ზურგის ტვინზე ხორციელდება უახლესი აპარატურის გამოყენებით და მინიმალური ინვაზიური მეთოდით, ნეირონავიგაციის საშუალებით, რაც მინიმუმამდე ამცირებს როგორც ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობას, ასევე ინტრა- და პოსტოპერაციული გართულებების ალბათობას. ჩვენი უმაღლესი დონის სპეციალისტები ასრულებენ პრაქტიკულად ნებისმიერი სირთულის სპინალურ ოპერაციებს, რომლებიც დაკავშირებულია შემდეგ პათოლოგიებთან:

1. ხერხემლის დეგენერაციული დაავადება – ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დაავადება, გამოწვეული ხერხემლისა და დისკის დეგენერაციით, რაც იწვევს ნერვული ფესვისა და ზურგის ტვინის კომპრესიას. მას მიეკუთვნება:

  • მალთაშუა დისკის თიაქარი;
  • ხერხემლის არასტაბილურობა;
  • სპინალური სტენოზი;
  • ნერვული ფესვის კომპრესია;
  • ხერხემლის ოსტეოქონდროზი
  • დეგენერაციული სპონდილოლისთეზი.
  • ხერხემლის მალების ოსტეოპოროზული (არატრავმული) მოტეხილობები.

2. ხერხემლის ტრავმები მართალია, არცთუ ისე ხშირია (მათ წილად მოდის ტრავმების საერთო რაოდენობის 1-4%), მაგრამ სიმძიმე და ინვალიდიზაციის მაღალი მაჩვენებელი ამ სახის ტრავმებს ყველაზე მძიმე და სოციალურად მნიშვნელოვან დაზიანებათა რიცხვში აქცევს. ხერხემლის მალის მოტეხილობები; ხერხემლის მალების ტრავმული ამოვარდნილობები;

ჩვენი კლინიკის ხერხემლის ცენტრში ხდება ხერხემლის მალების ტრავმული მოტეხილობების კლასიფიკაცია და დაზიანების სიმძიმის განსაზღვრა AOSpine-ის მიხედვით (AOSpine – არის წამყვანი საერთაშორისო აკადემიური საზოგადოება, რომელიც მიმართულია ინოვაციური განათლების, მოვლისა და მკურნალობის დაგეგმვისათვის სპინალურ პაციენტებში, რომელიც აუმჯობესებს პაციენტის ყოფა-ცხოვრებას).

AO Spine-ის მიხედვით ხერხემლის მოტეხილობები კლასიფიცირდება შემდეგნაირად:

A ტიპი – კომპრესიული მოტეხილობები , რომელიც თავის მხრივ იყოფა შემდეგ ჯგუფებად:

  • A0 – ძვლოვანი დაზიანება არ აღინიშნება ან არის ლამინის ან წვეტიანი მორჩის ხაზოვანი მოტეხილობა
  • A1 – კომპრესიული მოტეხილობა, რომელშიც მონაწილეობს საბოლოო ფირფიტა და არ არის დაინტერესენული მალის სხეულის უკანა კედელი
  • A2 – კორონარული გაყოფა ან ე.წ. "Princer" მოტეხილობა, რომელშიც მოაწილეობს ორივე საბოლოო ფირფიტა, თუმცა არ ვლინდება მალის სხეულის უკანა კედლის დაზიანება
  • A3 – ფრაგმენტოვანი მოეხილობა – რომელშიც ჩართულია ერთ-ერთი საბოლოო ფირფიტა და მალის სხეულის უკანა კედელი.
  • A4 – ფრაგმენტოვანი მოეხილობა ან საგიტალური გახლეჩვა რომელშიც ჩართულია ორივე საბოლოო ფირფიტა

B ტიპი – დისტრაქციული მოტეხილობები

  • B1 – უკანა დაჭიმული ფრაგმენტოვანი მოტეხილობა (ძვლოვანი)
  • B2 – უკანა დაჭიმული ფრაგმენტოვანი მოტეხილობა (ძვლოვანი
  • B3 – წინა დაჭიმული ფრაგმენტოვანი მოტეხილობა – წინამდებარე ფიზიკალური დაშორება მხოლოდ მოტეხილ ძვლებს შორის . კაფულოლიგამენტური, ლიგამენტური) – უკანა კაფსულოლიგამენტის სრული გაგლეჯვა ან ძვლოვან-ლიგამენტური სტრუქტურების დაზიანება, შერყმული მალის, დისკის ან ფასეტის დაზიანებასთან. სტრუქტურების (მალა, დისკი) ფიზიკალური დაშორება ან სეპარაცია შერწყმული უკანა ელემენტებთან

C ტიპი – ადგილმდებარეობის ცვლილებით გამოწვეული მოტეხილობები – ტრანსლაციური დაზიანება (ადგილმდებარეობის ცვლილებით გამოწვეული დაზიანება) – არის აქსისის დისლოკაცია ან ერთ-ერთი მალის სხეულის გადანაცვლება მიმდებარე მალის მიმართ ნებისმიერი მიმართულებით.როგორც წესი, A1, A2 და რიგ შემთხვევებში A3 ტიპის მოტეხილობები არ საჭიროებენ ქირურგიულ ჩარევას და მკურნალობა ხდება კონსერვატიული მეთოდით, ხოლო A4, B და C ტიპის მოტეხილობების შემთხვევაში ნაჩვენებია ოპერაციული ჩარევა. ზემოაღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით შესაძლებელი ხდება ადრეულ ეპატზე მოხდეს პაციენტის დახმარება და საჭირო ქირურგიული თუ კონსერვატული მკურნალობის წარმართვა.

3. ხერხემლისა თანდაყოლილი ანომალიები და განვითარების მანკები:

  • სპინა ბიფიდა (Spina bifida) / მენინგომიელოცელე;
  • დიასტემატომიელია;
  • არაქნოიდული კისტა.

4. ხერხემლის სიმსივნური დაავადებები:

  • ხერხემლის მალების პირველადი სიმსივნეები
  • ხერხემლის მალების მეორადი (მეტასტაზური დაზიანება)
  • ზურგის ტვინის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები.

მკურნალობა:

ხერხემლის ნებისმიერი დაავადების შემთვევაში პაციენტს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ უტარდება CT (კომპიუტერული ტომოგრაფია), MRI (მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია) და რენტგენოლოგიური დიაგნოსტირება. მკურნალობა შესაძლებელია როგორც ქირურგიული, ისე არა ქირურგიული მეთოდებით. ქირურგიული ჩარევა ხორციელდება მინიმალური ინვაზიური მეთოდით, ულტრათანამედროვე აპარატურისა და ნეირონავიგაციის საშუალებით, რაც ერთის მხრივ, უზრუნველყოფს ოპერაციის მაქსიმალურ სიზუსტეს და მეორეს მხრივ, მინიმუმამდე ამცირებს როგორც ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობას, ასევე ინტრა- და პოსტოპერაციული გართულებების ალბათობას.

ქირურგიული მკურნალობის მეთოდები:

  • მიკროქირურგიული მკურნალობა;
  • ხერხემლის სტაბილიზაცია/ფიქსაცია მიკროინვაზიური მეთოდით
  • ინტრაოპერაციულად ნეირონავიგაციისა და ნეიროვიზუალიზაციის გამოყენებით;
  • ხერხემლის მალის სხეულის სრული პროთეზირება ტრავმული ან პათოლოგიური მოტეხილობების დროს.

მოტეხილობები:

ქალასფუძის მოტეხილობა (ლიქვორეით ან მის გარეშე);
ქალასარქვლის მოტეხილობა  (ლიქვორეით ან მის გარეშე