ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში (“HTMC”) ხდება თავის ტვინისა სხვდასხვა პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა უახლესი საერთაშორისო სტანდარტებით.

თავის ტვინის სისხლძარღვივანი დაავადებები

ჩვენს კლინიკას აქვს დიდი გამოცდილება ცენტრალური ნერვული სისტემის სისხლძარღვიონი დაავადებების ქირურგიულ მკურნალობაში. ჩვენი საოპერაციო ოთახი აღჭურვილია უახლესი თაობის მიკროსკოპით  “HAAG-STREIT SURGICAL HS 5-1000” რომელსაც აქვს ფლუორესცენტული ანგიოგრაფიის ფუნქვია, რაც გვაძლევს საშუალებს ინტრაოპერაციულად ჩატარდეს ანგიოგრაფია, შეფასთეს სისხლძარღვთა  სანათურის დიამეტრი და სხვა სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, რაც ამცირებს პესტეპარაციული გართუილებების რისკს.

  • არტერიული ანევრიზმები
  • არტერიო – ვენური მალფორმაციები
  • კავერნომები ( კავერნოზული მალფორმაციები, კავერნოზული ანგიომები)
  • ჰემორაგიული ინსულტი
  • ვენოზური ანგიომები

თავის ტვინის ტრავმები

მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი – საუნივერსიტეტო კლინიკის ნეიროქირურგიული განყოფილება გთავაზობთ ქირურგიულ ჩარევებს ქალა-ტვინის ტრავმების დროს. ჩვენი სპეციალისტები ასრულებენ პრაქტიკულად ნებისმიერი სირთულის ოპერაციებს უახლესი აპარატურის გამოყენებით.

  • ტრავმული ეპიდურული ჰემორაგია
  • ტრავმული სუბარაქნოიდული ჰემორაგია;
  • ქრონიკული სუბდურული ჰემატომები
  • ტრავმული ინტრაცერებრული ჰემატომა;
  • ბაზალური ლიქვორეა
  • ქალასფუძის მოტეხილობა(ლიქვორეით ან მის გარეშე);
  • ქალასარქვლის მოტეხილობა(ლიქვორეით ან მის გარეშე);
  • კრანიოპლასტიკა 3D მოდელირებით, ტიტანის მასალით

სამწვერა ნერვის ნევრალგიის ქირურგიული მკურნალობა

სამწვერა ნევრალგიის ქირურგიული მკურნალობის საუკეთესო მეთოდია ნერვის მიკროვასკულური დეკომპრესია, რომელიც გამოიყენება ნეიროვასკულური კონფლიქტის არსებობის დროს, რაც 80 – 90 %- ში არის აღნიშნული პათოლოგიის გამომწვევი მიზეზეი.

თავის ტვინის სიმსივნეები

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის (“HTMC”)  ნეიროქირურგიული დეპარტამენტი  2009 წლიდან არის ერთ-ერთ  წამყვანი ცენტრი საქართველოში ნეიროონკოლოგიის დარგში. კლინიკა გთავაზობთ თავის ტვინის პირველადი და მეორადი, კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნების ზუსტ დიაგნოსტიკას და ქირურგიულ მკურნალობას საერთაშორისო სტანდარტებით.

  • ნეიროეპითელური სიმსივნეები (გლიომა , ეპენდიმომა, ასტროციტომა)
  • თ.ტ. გარსების სიმსივნეები ( მენინგიომები)
  • თავის ტვინის ნერვების სიმსივნეები (ნევრინომები)
  • ჰიპოფიზის სიმსივნეები
  • თავის ტვინის მეორადი (მეტასტაზური სიმსივნეები)

2015 წლიდან ფუნქციონირებს ონკო-კონსილიუმი ე.წ „ტუმორ ბორდი“. ყოველ ხუთშაბათს იკრიბება მულტიდისციპლინარული გუნდი, რათა ინდივიდუალურად განიხილოს ონკოლოგიური პაციენტების თითოეული შემთხვევა მკურნალობის ოპტიმალური ტაქტიკის შერჩევის მიზნით. „ტუმორ ბორდი“ დაკომპლექტებულია გამოცდილი სპეციალისტებით სხვადასხვა ნეიროდისციპლინებში. შეხვედრებს ნეიროქირურგების გარდა ესწრებიან  ნევროლოგები, ნეირორადიოლოგები, ონკორადიოლოგები, ონკოლოგები,  ეპილეპტოლოგი.

2016 წლიდან ჩვენს კლინიკაში დაინერგა ნეირონავიგაცია, ახალი ერა ნეიროქირურგიაში! ნავიგაციით მართული ქირურგია, ბიოფსია, ეს არის დღეისათვის ყველაზე ეფექტური მეთოდი ნერვული სისტემის სიმსივნეების თერაპიასა და დიაგნოსტიკაში. ნეირონავიგაციის პირველ ეტაპზე ხდება  პრეოპერაციული დაგეგმარება, რაც გულისხმობს დიაგნოსტიკურ სკანირებას და მკურნალობის გეგმის შემუშავებას; ნეიროვიზუალიზაციით მიღებული სურათების ზედდების შემდეგ ხდება მათი ინტეგრაცია მიკროსკოპთან. პაციენტის მომზადების  და რეგისტრაცის შემდგომ წარმოებს ქირურგია – ბიოპსია;

Image-guided Surgery გახლავთ ტერმინი, რომელიც გულისხმობს ქირურგიას კომპიუტიზირებული მეთვალყურეობის (პერი, – ინტრაოპერაციულად) პირობებში, რომელიც:

  • აუმჯობესებს საოპერაციო არის ვიზუალიზაციას, რაც საფუძველს ქმნის თავიდან აცილებულ იქნას თავის ტვინის კრიტიკულად და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სტრუქტურების დაზიანება.
  • იძლევა საშუალებას ქირურგიული ჩარევა განხორციელდეს მინიმალურ-ინვაზიური მეთოდით და შესაბამისად ამცირებს ქირურგიულ რისკებს, ზრდის ქირურგიის ეფექტურობას და აუმჯობესებს გამოსავალს. საბოლოო ჯამში ამცირებს ოპერაციის, ჰოსპიტალიზაციის და რეაბილიტაციის ხარჯებსა და ხანგრძლივობას.

მკურნალობა:

ჩვენი კლინიკა გთავაზობთ თვის ტვინის სიმსივნეების ოპტიმალურ, კომპლექსურ მკურნალობას, რომელიც გულისმობს ქირურგიულ რეზექციას, რადიო და სხივურ თერაპიას ერთ სივრცეში. თანამედროვე  მიკროქირურგიული ტექნიკის, ინტრაოპერაციული ოპტიკისა და ნეირონავიგაციის გამოყენება საშუალებას გვაძლევს უზრუნველვყოთ სიმსივნის მაქსიმალური რეზექცია  მინიმალური  რისკებით და გართულებებით.  პირველადი ინტრაკრანიალური სიმსივნეების და მით უფრო გლიომების შემთხვევაში განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს სიმსივნის საზღვრების დადგენა.  მათი ინფილტრაციული ხასიათი ართულებს სიმსივნის სრულად ამოკვეთას, რაც ზრდის პოსტოპერაციული რეციდივების სიხშირეს.  ამიტომ ჩვენს კლინიკაში სიმსივნური ქსოვილის ინტრაოპერაციული ვიზუალიზაციისა და რადიკალური რეზექციისთვის  გამიყენება მეტაბოლურ-ფლუორესცენტური მეთოდი –  5 ALA-ს  (5 ამინოლევულენის მჟავა) გამოყენებით. 2011 წელს პირველად საქართველოში,  ავსტრიელ პროფესორებთან ერთად, ჩვენს კლინიკაში ჩატარდა ოპერაცია და შემდგომ უკვე წარმატებით დაინერგა ამ მეთოდის გამოყენება გლიომების დროს.

თავის ტვინის გლიომების ნეიროქირუგიაში ინტრაოპერაციულ ფლუორესცენტური დიაგნოსტიკის გამოყენებას აქვს რიგი უპირატესობები, რომელთაგან აღსანიშნავია:

  • გლიომების ანაპლასტური უბნების ინტენსიური ვიზუალიზაცია;
  • მაღალ ავთვისებიანი გლიომების ქსოვილთა საუკეთესო დიფერენცირება;
  • სიმსივნური უჯრედების აღმოჩენა პარკუჭების კედლებში გავრცელებისას, ხილვადობის არ არსებობის შემთვევაშიც.

ჰიპოფიზის სიმსივნეები

ქირურგიული ჩარევა არის მთვარი მეთოდი ჰიპოფიზის ფუნქციონალური და დიდი ზომის სიმსივნეების მკურნალობაში. ჩვენს კლინიკაშ ჰიპოფიზის სიმსივნეების უმრავლესობის ამოკვეთა ხდება ტრანსნაზალური (ცხვირიდან), ტრანსფენოიდური მიდგომით, რაც იმას ნიშნავს რომ ოპერაცია კეთდება განაკვეთის გარეშე და  საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ ტვინის ქსოვილის ზედმეტი ტრავმატიზაცია.

კიბერ დანა

კიბერ დანა არის ერთადერთი რობოტიზირებული რადიოქირურგიული სისტემა, რომელიც შექმნილია სიმსივნური და არასიმსივნური წარმონაქმნების არაინვაზიური  მკურნალობისთვის. ამ უნივერსალურ აპარატს შეუძლია სხეულის ნებისმიერი არეალის მაღალი დოზითა და სუბმილიმეტრული სიზუსტით დასხივება პროცესის გამოსახულების უწყვეტ კონტროლთან ერთად. მას გააჩნია რობოტის მოძრაობის თავისუფლების მაღალი სიზუსტე და ხარისხი. აღჭურვილობა პაციენტის სტერეოტაქსიური რადიოქირურგიული და რადიოთერაპიული მკურნალობის განხორციელების საშუალებას იძლევა, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ტრადიციული რადიოთერაპიის ალტერნატივად, ან ინოპერაბელური, ქირურგიულად რთულად მისადგომი სიმსივნეების სამკურნალოდ.