პერიფერიული ნერვების დაავადებები საკმაოდ გახშირებული პათოლოგიაა, რომელიც განპირობებულია პერიფერიული ნერვების მიმდებარე ქსოვილებში მიმდინარე შეხორცებითი პროცესებით, რაც იწვევს ზეწოლას მსხვილ პერიფერიულ ნერვებზე. აღნიშნული პროცესი იწვევს საკმაოდ ძლიერ ტკივილს, ძალისა და მოძრაობის შეზღუდვას კიდურებში და შედეგად პაციენტის ზოგადი მდგომარეობისა და შრომისუნარიანობის მნიშვნელოვნად დაქვეითებას. ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში (“მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა”) ხორცილედება პერიფერიული ნერვების ისეთი პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა, როგორიცაა:

  • Carpal tunnel syndrome;
  • Cubital tunnel syndrome;
  • Guyon’s canal syndrome.