ენდოვასკულური ნეიროქირურგია განეკუთვნება ზოგადი ნეიროქირურგიის მიმდინარეობას, რომლის საშუალებითაც ხორციელდება თავისა და ზურგის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიების (არტერიული ანევრიზმები, არტერიო-ვენოზური მალფორმაციები და ფისტულები, ინტრა- და ექსტრაკრანიული სტენოზები, კაროტიდო-კავერნოზული შერთულები, არტერიო-ვენოზური შუნტები) ოპერაციული მკურნალობა ყოვეგვარი ღია ქირურგიული განაკვეთის და ტრეპანაციის გარეშე. აღნიშნული მეთოდი არატრავმულია, მიდგომა ხორციელდება ბარძაყის არტერიიდან და აქედან გამომდინარე მკვეთრად აუმჯობესებს ზემოთ ხსენებული პათოლოგიების მქონე პაციენტების  საერთო გამოსავალს.

ამ ხნის განმავლობაში საქართველოში პირველად იქნა შესრულებული ისეთი ოპერაციები როგორებიცაა:
  • არტერიული ანევრიზმის ენდოვასკულური ოკლუზია მიკროსპირალების (coil), საშუალებით;
  • ფუზიფორმული და სპირალებით ოკლუზია ბალონ და სტენტ ასისტირებადი ტექნიკით;
  • გიგანტური ანევრიზმების გამოთიშვა მკვებავი სისხლძარღვის სრული დეკონსტრუქციით;
  • ინტრა- და ექსტრაკრანიული სისხლძარღვების სტენტირება;
  • თავისა და ზურგის ტვინის არტერიო-ვენოზური მალფორმაციების ემბოლიზაცია;
  • არტერიო-ვენოზული შერთულებისა და ფისტულების გამოთიშვა;
  • თავის ტვინის და ზურგის ტვინის სიმსივნეების მკვებავი სისხლძარღვების ემბოლიზაცია;
  • კაროტიდო-კავერნოზული შერთულების გამოთიშვა;
  • ინტრაკრანიული სისხლძარღვების ფარმაკო და მექანიკური ანგიოპლასტიკა.