ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის (“მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა”)  ნეიროქირურგიული დეპარტამენტი ითვლება 2009 წლიდან ერთ-ერთ  წამყვანი ცენტრად საქართველოში ნეიროონკოლოგიის დარგში. ჩვენს კლინიკაში კვალიფიციური ნეიროქირურგები, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის პირობებში, ინოვატორული მეთოდებით, წელიწადში დაახლოებით 400 მდე სხვადასხვა სირთულის ნეიროონკოლოგიურ ოპერაციებს ატარებენ. კლინიკა გთავაზობთ თავისა და ზურგის ტვინის პირველადი და მეორადი, კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნების ზუსტ დიაგნოსტიკას და მკურნალობას საერთაშორისო სტანდარტებით.
2015 წლიდან ფუნქციონირებს ონკო-კონსილიუმი ე.წ „ტუმორ ბორდი“. ყოველ ხუთშაბათს იკრიბება მულტიდისციპლინარული გუნდი, რათა ინდივიდუალურად განიხილოს ონკოლოგიური პაციენტების თითოეული შემთხვევა მკურნალობის ოპტიმალური ტაქტიკის შერჩევის მიზნით. „ტუმორ ბორდი“ დაკომპლექტებულია გამოცდილი სპეციალისტებით სხვადასხვა ნეიროდისციპლინებში. შეხვედრებს ნეიროქირურგების გარდა ესწრებიან  ნევროლოგები, ნეირორადიოლოგები, ონკორადიოლოგები, ონკოლოგები,  ეპილეპტოლოგი.

დიაგნოსტიკა:

  • თავისა და ზურგის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • თავისა და ზურგის ტვინის მრტ კვლევა 3 ტესლიანი მრტ;
  • სპექტროსკოპია, ტრაქტოგრაფია;
  • ფუნქციონალური რენტგენოგრაფია;
  • ელექტროენცეფალოგრაფია;
  • თავის ტვინის ბიოელექტრული აქტივობის გამოკვლევა ნერვული სისტემის სხვადასხვა დაავადებების დროს (ეპილეფსია, ნევროზი, შაკიკი, სხვადასხვა გენეზის ენცეფალოპათიები და ა.შ.);
  • პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფია (PET).

მკურნალობა:

  • ქირურგია;
  • ნავიგაციური ქირურგია ბიოფსიით.
2016 წლიდან ჩვენს კლინიკაში დაინერგა ნეირონავიგაცია, ახალი ერა ნეიროქირურგიაში!

ნავიგაციით მართული ქირურგია, ბიოფსია, ეს არის დღეისათვის ყველაზე ეფექტური მეთოდი ნერვული სისტემის სიმსივნეების თერაპიასა და დიაგნოსტიკაში.
Image-guided Surgery გახლავთ ტერმინი, რომელიც გულისხმობს ქირურგიას კომპიუტიზირებული მეთვალყურეობის (პერი, – ინტრაოპერაციულად) პირობებში.

Image-guided Surgery აუმჯობესებს საოპერაციო არის ვიზუალიზაციას, რაც საფუძველს ქმნის თავიდან აცილებულ იქნას თავის ტვინის კრიტიკულად და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სტრუქტურების დაზიანება.

Image-guided Surgery  იძლევა საშუალებას ქირურგიული ჩარევა განხორციელდეს მინიმალურ-ინვაზიური მეთოდით და შესაბამისად ამცირებს ქირურგიულ რისკებს, ზრდის ქირურგიის ეფექტურობას და აუმჯობესებს გამოსავალს. საბოლოო ჯამში ამცირებს ოპერაციის, ჰოსპიტალიზაციის და რეაბილიტაციის ხარჯებსა და ხანგრძლივობას.

ნეირონავიგაციის პირველ ეტაპზე ხდება  პრეოპერაციული დაგეგმარება, რაც გულისხმობს დიაგნოსტიკურ სკანირებას და მკურნალობის გეგმის შემუშავებას; ნეიროვიზუალიზაციით მიღებული სურათების ზედდების შემდეგ ხდება მათი ინტეგრაცია მიკროსკოპთან. პაციენტის მომზადების  და რეგისტრაცის შემდგომ წარმოებს ქირურგია – ბიოპსია;

  • ჰიბრიდული ქირურგია

ეს არის სრულად ავტომატიზირებული გეგმა მიმართული მკურნალობის ოპტიმიზაციისკენ მულტიდისციპლინარული მიდგომით, მოიცავს რა ქირურგიული და რადიოქირურგიული მენეჯმენტის შესაძლებლობას, ინტრაოპერაციულად, ქირურგიის პარალელურად საშუალებას  იძლევა მოხდეს რადიოქირურგიული დაგეგმარება.

  • ტრანსნაზალური ქურურგია;
  • ქალას ფუძის ქირურგია (Skull Base surgery);
    • კიბერ დანა;
    • სტერეოტაქსიური რადიოქირურგია;
    • სხივური თერაპია;
    • ქიმიოთერაპია.

თავის ტვინის სიმსივნეები: არსებობს თავის ტვინის პირველადი და მეორადი (მეტასტაზური) სიმსივნეები.

თავის ტვინის პირველადი სიმსივნეები:

კლასიფიცირდება იმ სტრუქტურის მიხედვით, საიდანაც წარმოიქმნება და ლოკალიზებულია ახალწარმონაქმნი.
გლიომები:  თავის ტვინის სიმსივნეებიდან ყველაზე გავრცელებული ტიპია (სიმსივნეების 27%, ავთვისებიან სიმსივნეთა 80%  ), რომელიც სათავეს გლიური ქსოვილიდან იღებს. არსებობს სამი ძირითადი სახე: ასტროციტომა, ოლიგოდენდროგლიომა, ეპენდიმომა. გლიომების დაახლოებით 50-60 %-ს, ხოლო ინტრაკრანიალური პირველადი სიმსივნეების 15-16%-ს წარმოადგენს გლიობლასტომა (მულტიფორმული), რომელიც გამოირჩევა ყველაზე მაღალი ავთვისებიანობით.  ზოგადად გლიომები,  ხასითდებიან სწრაფი პროგრესირებით, ინფილტრაციითა და არასახარბიელო პროგნოზით. ჩვენი კლინიკა გთავაზობთ ოპტიმალურ კომპლექსურ მკურნალობას ქირურგიული რეზექციით, რადიო და სხივური თერაპიით. თანამედროვე  მიკროქირურგიული ტექნიკისა და ინტრაოპერაციული ოპტიკის გამოყენება საშუალებას გვაძლევს უზრუნველვყოთ სიმსივნის მაქსიმალური რეზექცია  მინიმალური  რისკებით და გართულებებით.  პირველადი ინტრაკრანიალური სიმსივნეების და მით უფრო გლიომების შემთხვევაში განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს სიმსივნის საზღვრების დადგენა.  მათი ინფილტრაციული ხასიათი ართულებს სიმსივნის სრულად ამოკვეთას, რაც ზრდის პოსტოპერაციული რეციდივების სიხშირეს. სიმსივნეთა რეზექციის მოცულობის შესახებ ყველაზე სანდო ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ინტრაოპერაციული ვიზუალიზაციით: CT, MRI, ულტრაბგერითი სკანირებით, 3D ულტრაბგერითი ნავიგაციით და მეტაბოლურ-ფლუორესცენტური დიაგნოსტიკა 5 ALA-ს  (5 ამინოლევულენის მჟავა) გამოყენებით. 2011 წელს პირველად საქართველოში,  ავსტრიელ პროფესორებთან ერთად, ჩვენს კლინიკაში ჩატარდა ოპერაცია და შემდგომ უკვე წარმატებით დაინერგა ამ მეთოდის გამოყენება გლიომების დროს.
თავის ტვინის გლიომების ნეიროქირუგიაში ინტრაოპერაციულ ფლუორესცენტური დიაგნოსტიკის გამოყენებას აქვს რიგი უპირატესობები, რომელთაგან აღსანიშნავია:

  • გლიომების ანაპლასტური უბნების  ინტენსიური ვიზუალიზაცია;
  • მაღალ ავთვისებიანი გლიომების ქსოვილთა საუკეთესო დიფერენცირება;
  • სიმსივნური უჯრედების აღმოჩენა პარკუჭების კედლებში გავრცელებისას, ხილვადობის არ არსებობის შემთვევაშიც.

პირველი ცნობები თავის ტვინის სიმსივნეებზე ოპერაციების დროს ფლუორესცეინის გამოყენების შესახებ გამოქვეყნდა 1947 წ. ფლუორესცეინის დაგროვება დაკავშირებული იყო ჰემატო-ენცეფალური  ბარიერის გამტარებლობის დარღვევასთან და მისი შეყვანის დროს შეფერილობას იცვლიდა როგორც სიმსივნური ქსოვილი, ასევე მისი მიმდებარე სტრუქტურები, მოგვიანებით დაიწყო მწვანე ინდოციანინის გამოყენება ინტრაოპერაციული ფლუორესენტური ანგიოგრაფიის და თავის ტვინის სიმსივნეების საზღვრების გამოსახვის, ასევე არტერიო-ვენოზური მალფორმაციების ქირურგიაში.
90-იანი წლების ბოლოს ნეიროქირურგიაში პირველად გამოიყენეს 5-ALA.  ამინოლევულინის მჟავა ეს არის დასალევი ხსნარი,  რომელსაც აძლევენ პაციენტს პერორალურად ანესთეზიის დაწყებამდე 3-4 სთ-ით ადრე. აღნიშნული ნივთიერება სელექტიურად გროვდება სიმსივნურ უჯრედებში ფერმენტული დეფექტის გამო და გარდაიქმნება პროტოპორფირინ IX-ად, რომელიც ლაზერის ლურჯი სხივის გამოყენებით ფლუორესცირებს მოწითალო იისფრად.
სიმსივნურ უბნებში სადაც მაღალია პროლიფერაციული პოტენციალი, მეტია PpIX-ის დაგროვების ხარისხიც, რაც საშუალებას იძლევა იდენტიფიცირდეს განსაკუთრებით აგრესიული უბნები.
5-ALA-ს პერორალურად მიღების დოზა 20 მგ/კგ, მისი კონცენტრაციის დონე პლაზმაში შემდგომი 20 სთ-ის განმავლობაში სწრაფად ეცემა, ხოლო 48 სთ-ის შემდეგ საერთოდ არ ჩანს, გამოიყოფა საშარდე გზებით 12 სთ-ის განმავლბაში შეუცვლელი სახით, რაც განსაზღვრავს მის უსაფრთხოებას.
მენინგიომები: მენინგოთელური, ფიბროზული, ანგიომატოზური, მიკროციტული, სეკრეტორული, მეტაპლაზიური, ქორდოიდული, ატიპიური, პაპილარული,  ანაპლასტური, რაბდოიდული
სისხლძარღვოვანი წნულის სიმსივნეები: პაპილომა, ატიპიური პაპილომა, კარცინომა;
პინეალური რეგიონის სიმსივნეები: პინეოციტომა, პინეობლასტომა, პინეალური რეგიონის პაპილარული სიმსივნეები;
სელარული რეგიონის სიმსივნეები: კრანიოფარინგიომა: ადამანტინომატოზური, პაპილარული, გრანულარ უჯრედოვანი სიმსივნე, პიტუიციტომა, ონკოციტომა;
ემბრიონული სიმსივნეები: მედულობლასტომები, ემბრიონული სიმსივნე მრავალშრიანი როზეტებით, მედულოეპითელიომა, ნეირობლასტომა, განგლიონეირობლასტომა, ატიპიური ტერატოიდ/რაბდოიდული სიმსივნე;
კრანიალური და პარასპინალური ნერვების  სიმსივნეები: შვანომა: პლექსიფორმული, უჯრედოვანი, ნეიროფიბრომა:ატიპიური პლექსიფორმული, პერინევრინომა, MPNST: ეპითელოიდური, პერინევრული დიფერენციაციით;
მეზენქიმური არა მენინგოთელური სიმსივნეები: ჰემანგიოპერიციტომა, ჰემანგიობლასტომა, ჰემანგიომა, ეპით. ჰემანგიოენდოთელიომა ანგიოსარკომა, ევინგის სარკომა PNET, ლიპომა, ანგიოლიპომა, ჰიბერნომა, ლიპოსარკომა, ანგიოლიპომა, მენინგიომები;
გერმ. უჯრედოვანი სიმსივნეები: გერმინომა, ემბრიონალური კარცინომა, ქორიოკარცინომა, ტერატომა და სხვა შერეული ფორმები;
მელანოციტომა: მენინგიალური მელანოციტოზი, მელანოციტომა, მელანომა, მელანომატოზი;
ლიმფომები;

მეორადი (მეტასტაზური) სიმსივნეები.

მეორადი მეტასტაზური სიმსივნეები ონკოლოგიურ პაციენტთა 10-30 % ში გვხვდება, შეიძლება იყოს ერთეული ან მრავლობითი, ძირითადად ჰემისფეროებში ლოკალიზდება,  გვხვდება ნათხემში და შემთხვევათა 5 %-ში ღეროში. თავის ტვინის მეტასტაზების წყარო შეიძლება იყოს: ფილტვის (50 %), სარძევე ჯირკვლის (25 %), კანის (მელანომა 10 %),  კოლორექტალური, თირკმლის და იშვიათად სხვა ლოკალიზაციის სიმსივნეები.