ინსულტი – თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა. ინსულტი შეიძლება გამოწვეული იყოს ტვინის მკვებავი ამა თუ იმ სისხლძარღვის (სისხლძარღვების) დახშობით (იშემია), ან გაგლეჯით (სისხლჩაქცევა). განასხვავებენ ინსულტის 2 სახეს: იშემიურს ischemic stroke, რომელიც განპირობებულია სისხლძარღვის დახშობით. ჰემორაგიულს, Haemorrhage – სისხლჩაქცევა ყველა ინსულტის 20% შეადგენს, რომელიც გამოწვეულია სისხლძარღვის გაგლეჯითა და სისხლჩაქცევით. ლიკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ:

  • ინტრაცერებრული, პარენქიმული სისხლჩაქცევა, დიფუზური ან ჰემატომის სახით
  • სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა
  • ვენტრიკულური ანუ პარკუჭოვანი სისხლჩაქცევა

ინტრაცერებრული სისხლჩაქცევები ვითარდება ორი მექანიზმით: არტერიული ჰიპერტენზიის შედეგად შეცვლილი სისხლძარღვის გასკდომის გამო-ჰემორაგია Per rechin. წვრილი სისხლძარღვების კედლის განვლადობის მომატება-ჰემორაგია Per diapedezin. თავის ტვინში სისხლჩაქცევა უპირატესად სისხლძარღვის გასკდომის გამოვითარდება ჰემატომის ტიპით -85%ში, ხოლო დიაპედეზის მექანიზმით -15%. შემთხვევათა 70-85%- ში სისხლჩაქცევა პენეტრაციას განიცდის პარკუჭოვან სისტემაში.

სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის ხშირ მიზეზს წარმოადგენს სისხლძარღვთა ანომალიები

  • სისხლძარღვთა ანევრიზმა
  • არტერიულ-ვენური მალფორმაცია AVM

იშემიური ინსულტი ყველზე ხშირად ვითარდება ისეთი დაავადებების ფონზე როგორიცაა: ჰიპერტონია და გულის დაავადებები (მოციმციმე არითმია, მანკები, პაროქსიზმული ტაქიკარდია), გულის უკმარისობა, ცერებრალური ათეროსკლეროზი. იშემიური ინსულტის დროს სისხლძარღვის დახშობის მიზეზი შეიძლება იყოს: კისრის მსხვილი სისხლძარღვებისა და გულის სარქვლების ათეროსკლეროზული ფოლაქებიდან მოწყვეტილი ნაწილები; თრომბები, რომლებიც წარმოიქმნება სისხლძარღვების შევიწროების ადგილზე (სისხლძარღვთა ხანგრძლივი სპაზმი).

ინსულტის ნიშნები: ჰემიპარეზი, ჰემიანესთეზია, მეტყველების მოშლა, მხედველობის დარღვევა, კოორდინაციის დარღვევა, თავბრუსხვევა, ცნობიერების დარღვევა. იშემიური ინსულტის პათოგენეზი: კარდიოემბოლია 20%, სისხლძარღვთა თრომბოზი, მსხვილი სისხლძარღვის აუზი 50%, წვრილი სისხლძარღვის აუზი 25% იშემიური ინსულტი თუ ტრანზიტორული იშემიური შეტევა? თუ სიმპტომები გაგრძელდა 24 საათზე მეტ ხანს ავადმყოფთა მხოლოდ 14%-ს აულაგდება სიმპტომები 24 საათში (86% ვითარდება ინსულტი).

გამოკვლევები: (სისხლის ანალიზი: სისხლის საერთო ანალიზი და ბიოქიმია, გლუკოზა, PT, PTT, INR, ელექტროკარდიოგრამა, ექოკარდიოგრაფია, სისხლძარღვთა ტრანსკრანიალური დიპლეროგრაფია, თავის კომპიუტერული ტომოგრაფია CT ან CT ანგიოგრაფია, თავის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია MRI, პოზიტრონულ- ემისიური ტომოგრაფია PET, ცერებრული ანგიოგრაფია

იშემიური ინსულტის მკურნალობის მიზნები:

  • იშემიის უკუქცევა-პერფუზიის გაუმჯობესება-თრომბოლიზური პრეპარატები
  • არტერიული წნევის რეგულაცია ჰიპერტენზიის მკურნალობა
  • ადრეული განმეორებითი ინსულტის პრევენცია
  • ანტითრომბოზული პრეპარატები
  • დაზიანების მინიმიზაცია- ნეიროპროტექცია
  • სისხლში გლუკოზის რეგულაცია, ტემპერატურის და ინფექციის კონტროლი

ჰემორაგიული ინსულტის მკურნალობის მიზნები:

  • არტერიული წნევის რეგულაცია
  • ვაზოსპაზმის პროფილაქტიკა
  • თავის ტვინის შეშუპების
  • განმეორებითი სისხლჩაქცევის პროფილაქტიკა
  • ტემპერატურის და ინფექციის კონტროლი, ეპილეფსიური გულყრების კუპირება

იშემიური ინსულტის მკურნალობა მოიცავს, სისხლძარღვების თერაპიას, იმ პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ტვინში მეტაბოლიზური პროცესების გაუმჯობესებას, ჟანგბადის თერაპიას, აღდგენით მკურნალობას, ან რეაბილიტაციას (სამკურნალო ფიზკულტურა, ფიზიოთერაპია, მასაჟი).

იშემიური ინსულტის გართულებები: ტვინის შეშუპება, ქალასშიდა წნევის მომატება, ჰემორაგიული ტრანსფორმაცია

ჰემორაგიული ინსულტის გართულებები: ოკლუზიური ჰიდროცეფალია, განმეორებითი ჰემორაგია (10-30%), იშემია და ინფარქტი ვაზოსპაზმის გამო (30%), ტვინის შეშუპება, კრუნჩხვა, სხვა გართულებები (თრომბოფლებიტი, წყლული, დვს-სინდრომი, პნევმონია, ურო-ინფექცია, ნაწოლები, კონტრაქტურა და სხვა)

ქირურგიული მკურნალობა: ინტრაცერებრული ჰემორაგია >40მლ (კტ-მონაცემებით), საჭიროებს ოპერაციულ ჩარევას -ჰემატომის ევაკუაციას. ანევრიზმის შემთხვევაში: ანევრიზმის კლიპირება ღია წესით, ენდოვასკულარული დახურვა მიკროსპირალების საშ. AVM-ის შემთხვევაში ღია წესით რადიკალური ამოკვეთა AVM, ენდოვასკულარული დახურვა, (ემბოლიზაცია- Hystoacryl, coils, glues, plastic spheres, balloons) საშუალებით, რადიაციული ქირურგია (გამა-დანის გამოყენებით) მწვავე ოკლუზიური ჰიდროცეფალიის შემთხვევაში საჭიროა ვენტრიკულოსტომია ვენტრიკულური დრენაჟის დაყენება ან შუნტირება. კაროტიდული ენდარტერექტომია (ღია წესით სისხლძარღვიდან ათეროსკლეროზული ბალთის და თრომბული მასის ამოღება). ექსტრა-ინტრაკრანიალური მიკრო ანასტომოზების დადებება კაროტიდული ანგიოპლატიკა, რენტგენოვასკულარული გაფართოვება (დილატაცია) და კაროტიდული არტერიის სტენტირება.