ჰიდროცეფალია (თავის ტვინის წყალმანკი) პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც თავის ქალაში მომატებულია თავ-ზურგ- ტვინის სითხის (ლიქვორის) რაოდენობა, რაც თავის მხრივ, იწვევს ქალასშიდა წნევის მატებას და ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობის გაუარესებას. დროული ჩარევის გარეშე შესაძლებელია პაციენტის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმება და ლეტალური გამოსავალიც კი. ჰიდროცეფალია შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი.

ჰიდროცეფალიის სახეებია:

  • ჰიპერსეკრეტორული ჰიდროცეფალია – ლიქვორის პროდუქცის პროგრესული ზრდა;
  • არეზორბციული ჰიდროცეფალია – ლიქვორის შეწოვის პროცესის დარღვევა;
  • ნორმალური წნევის ჰიდროცეფალია (NPH);
  • ოკლუზიური ჰიდროცეფალია (როდესაც პარკუჭებში თავზურგტვინის სითხის რაოდენობის მატების მიზეზი არის თავზურგტვინის სითხის ცირკულაციის დარღვევა რაიმე ტიპის მოცულობითი წარმონაქმნით ან სისხლის კოლტით ზეწოლის გამო);
  • ჰიდროცეფალიით დავადადებულთა დიანოსტირება შესაძლებელია სიმპტომებზე დაკვირვევით, 3 Tesla MRI (მაგნიტო-რეზონანსული კვლევა) და CT (კომპიუტერული ტომოგრაფია) კვლევებით. მკურნალობა შესაძლებელია მედიკამენტებით და ოპერაციული ჩარევით.

ქირურგიული მკურნალობის მეთოდები:

ჩვენს კლინიკაში ხორციელდება ჰიდროცეფალიის ქირურგიული მკურნალობა ყველა შესაძლო მეთოდით:

  • ვენტრიკულო-პერიტონეალური შუნტირება;
  • ვენტრიკულო-ატრიალური შუნტირება;
  • ცერებროსპინალური სითხის დრენირება.