ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა, ნეიროქირურგიის დეპარტამენტი

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა (“მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა”) დაარსდა 2009 წელს და იმავე დღიდან დღემდე კლინიკაში ფუნქციონირებს ნეიროქირურგიის დეპარტამენტი, სადაც ჩვენი თანამემამულეები იღებენ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას. სადაც პრაქტიკული საქმიანობა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა, მეცნიერების განვითარება და სწავლება ორიენტირებულია პაციენტზე და მომავალი თაობის აღზრდაზე.

13467566

ჩვენ გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის აპარატურისა და

პროფესიონლიზმის ტანდემს!

„მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა“ 2009 წლიდან ფუნქციონირებს. საუნივერსიტეტო კლინიკის აშენების მიზანი იყო, ისეთი სამედიცინო დაწესებულების შექმნა, სადაც ჩვენი თანამემამულეები მიიღებდნენ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას. კლინიკის სტრატეგია უნდა იყოს „კლინიკა პაციენტისათვის“, სადაც პრაქტიკული საქმიანობა, მეცნიერების განვითარება და სწავლება ორიენტირებული იქნება პაციენტებზე.
კლინიკა აღჭურვილია უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებითა და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით, რაც იძლევა საშუალებას რომ პაციენტებმა მიიღონ ევროპული დონის სამედიცინო მომსახურება.

1999

პროფესორ გოჩა ინგოროყვას მიერ რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეიქმნა „ნეიროქირურგიის ცენტრი“, რომლის ბაზაზეც 2009 წელს გაიხსნა მულტიპროფილური “მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა”.

2012

კლინიკამ შეიძინა საქართველოში პირველი PET/CT (პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია).

2015

კლინიკამ შეიძინა კიბერ დანა და ნეირონავიგაცია.

2016

გაიხსნა და დაიწყო ფუნქციონირება ამბულატორიულმა ცენტრმა.

2016

კლინიკის აპარატურას შეემატა MRI 3T (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია 3ტესლიანი) და CT 640 სლაისიანი (კომპიუტერული ტომოგრაფია).

ვიზიტის დაჯავშნა

  • ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია როგორც ცხელი ხაზის მეშვეობით ტელეფონის ნომერზე


    (+995 032) 2 05 05 00


    ასევე ელექტონული ფორმის საშუალებით.


 

ვერიფიკაცია

ცხელი ხაზი

ელ. ფოსტა

ინგოროყვას კლინიკა

www.htmclinic.com
Loading please wait....